თეგებით ძიება

"სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო დახმარება" - ლიზა იასკო

რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო სასწრაფოდ ითხოვს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას.

"დღეს დილით ადვოკატებმაც ვერ მიიღეს ინფორმაცია სად გაიმართებოდა სასამართლო, ადვოკატებს არ აძლევდნენ ინფორმაციას აპირებდნენ თუ არა სააკაშვილის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, ეს ინფორმაცია გაჩნდა მხოლოდ პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის საგანგაშო რეალობა. მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მედიკამენტებს აქვს შიმშილობის 41-ე დღე. მას სასწრაფოდ ესაჭიროება უსაფრთხო გარემოში სამედიცინო დახმარება და არა გლდანში, სადაც ახლა იმყოფება. მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს, რომელსაც გადადგამს მთავრობა", - ამბობს ლიზა იასკო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა