თეგებით ძიება

სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში - ბექა ბასილაია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზში არ მოხვდეს.

"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშნველობა რა მიზეზით, მთავარია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუსის მონაჭორზე დაყრდნობით ის პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე," - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა