თეგებით ძიება

ისინი ელოდენიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ გადაადგილება ვერ შეძლოს - ბექა ბასიალაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასიალაია სასამართლოს შემდეგ ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ხელისუფლება ელოდება იმ დროს, როცა სააკაშვილი გადაადგილებას ვერ შეძლებს.

“ისინი ელოდენიან სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ გადაადგილება ვერ შეძლოს, ელოდებიან როცა ვერ შესძლებს სააკაშვილი საუბარს და შემდეგ იტყვიან, აი, საბადრაგო სამსახური მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის, უბრალოდ. ისინი ელოდებიან, როდის ჩაცხრება ქუჩის პროტესტი, მაგრამ ეს არ მოხდება. მათ აქვთ უდიდესი შიში, თუნდაც ტელეეკრანიდან გამოჩნდეს სააკაშვილი. თუ ჩართავდნენ სააკაშვილს ციხიდან დისტანციურად, ჩვენ ვუზრუნველჰყოფდით, რომ უკან მდგარიყო კამერა და ამის მათ ეშინიათ.

თუ შემდეგ პროცესზე უზრუნველჰყოფენ სააკაშვილის გადმოყვანას დღეს ეს რატომ არ გააკეთეს? პენიტენციური სამსახურის განცხადება ბლეფია. გამოძიება მიმდინარეობს, შეიძლებოდა ყოფილიყო გადაყვანის დროს დესტრუქციაო და ხომ გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მოხდა რამე? ეს საშიშროება რეალურად არ არსებობს. რა სისულელეა, ვინ დააყენებს სააკაშვილის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეჭვქვეშ, რომ საბადრაგო მანქანას დაესხას თავს? ეს ვის მახინჯ ტვინში იხარშება?

ვინიცობაა და სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდეს და 10 დღეშიც შეძლოს გადაადგილებაო, მეორე პროცესი ჩანიშნეს 29 ნოემბერს და ტაშ-ფანდურით შეგვეგებებიან.

მოსამართლის აცილება დავაყენე, მეტი რა საბაბი უნდა ყოფილიყო აცილების, იხილავენ პროცესს ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ბრალდებული, მაგრამ საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?”- განაცხადა ბექა ბასილაიამ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა