თეგებით ძიება

კატასტროფა იყო გიგი უგულავას განცხადება, ვგმობ - ელენე ხოშტარიამ გიგი უგულავას

"დრო­ას" ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას ეხმაურება და გმობს მის საქციელს.

"თუ არ ვცდე­ბი, მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, თუმ­ცა, ყვე­ლას ვთხოვ მო­ვუ­წო­დებ, რომ ჩვენს ყვე­ლა სი­ტყვას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქვე­ყა­ნა­ში "ოც­ნე­ბამ" შექ­მნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ის­ტე­რი­უ­ლი და არა­ნორ­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია, ჩვენ ბევ­რად მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბა. ვგმობ, არ ვე­თან­ხმე­ბი და გა­მი­ხარ­და, რომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და ამა­ზე. ყვე­ლა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. არ არ­სე­ბობს ბავ­შვი, ოჯა­ხის წევ­რი, რო­მელ­საც რა­ი­მე სა­ხით რამე უნდა ეხე­ბო­დეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლით და­წყე­ბუ­ლი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობს ვინ­მე, ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც მინ­და რა­ი­მე უმ­ცი­რე­სი ზი­ა­ნი მა­ინც მი­ად­გეს, აღარ ვლა­პა­რა­კობ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ამი­ტომ არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

ცნობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: ამ ნაგვის შესახებ, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეზობლებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა