თეგებით ძიება

„ხვალ, 2 საათზე ვაანონსებ მორიგ აქციას“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მორიგი აქცია დააანონსა.

„საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე გაიზრდება, ჩვენ რეჟიმს გავტეხთ მშვიდობიანი უწყვეტი აქციებით. მინდა დავაანონსო მორიგი აქცია ხვალ, 2 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და ველოდებით ყველას. ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნობით, სიმშვიდითა და ერთიანობით აუცილებლად დავამარცხებთ. უკან არავინ არ დაიხევს, ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა