თეგებით ძიება

რა იცვლება მიხეილ სააკაშვილისთვის 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გაუქმებით - პროკურორი და ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავენ

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა არ ცვლის ფაქ­ტობ­რივ მო­ცე­მუ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სას­ჯე­ლის მოხ­დას შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლებს, რად­გან მას მის­ჯი­ლი აქვს 6 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გირ­გვლი­ა­ნის და გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე.

"ვი­ნა­ი­დან, იგი მსჯავ­რდე­ბუ­ლია ს.გირ­გვლი­ა­ნის და ვ.გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ და მის­ჯი­ლი აქვს თ/აღ­კვე­თა 6 წლის ვა­დით, შე­სა­ბა­მი­სად აგ­რძე­ლებს სას­ჯე­ლის მოხ­დას შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში,

7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ, აღ­კვე­თის ღო­ნი­სი­ძე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო, მათ შო­რის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თავს არი­დებ­და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას და იყო ძებ­ნა­ში, ვი­ნა­ი­დან, იგი და­კა­ვე­ბუ­ლია და მო­თავ­სე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­სა­მარ­თლომ ჩათ­ვა­ლა, რომ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე აღარ იყო სა­ჭი­რო­ე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბი­სა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­აგ­რძე­ლებს სას­ჯე­ლის მოხ­დას შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას მის­ჯი­ლი აქვს 6 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ს. გირ­გვლი­ა­ნის და ვ.გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ებ­ზე სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ”, - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მრტე­ბა გა­ა­კე­თა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მაც.

რო­გორც შოთა თუთ­ბე­რი­ძემ, გლ­და­ნის ცი­ხეს­თან გა­ნა­ცხა­და, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან არის ფარ­სის კომ­პო­ნენ­ტი და დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი.

"ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­მართ, უნდა იყ­ვნენ გა­მოვ­ლე­ნი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯი­ლი.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან არის ფარ­სის ძა­ლი­ან პა­ტა­რა კომ­პო­ნენ­ტი და არის დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი. ჩვენ ვი­თხოვ­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ჩა­ნიშ­ვნას თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და სა­სა­მარ­თლომ თით­ქოს ვერ გა­მო­ნა­ხა დრო და რე­სურ­სი, ხოლო დღეს იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სხვა­ნა­ირ სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. სარ­გე­ბე­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ერ­თა­დერ­თი - სა­ა­კაშ­ვილს აღუდ­გე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მთე­ლი ეს პრო­ცე­სი, და­წყე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სით და ბრალ­დე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის შე­ზღუდ­ვით, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო გახ­ლდათ, არის ერთი დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი.

დაც­ვის მხა­რის ად­ვო­კა­ტებ­მა დავ­ტო­ვეთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რად­გან იმ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და სა­სა­მარ­თლოს­თვის ფსევ­დო­ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა არ გვინ­დო­და, ამი­ტომ გან­ჩი­ნე­ბა არ ჩაგ­ვბა­რე­ბია, მას დღეს სა­ღა­მოს ჩა­ვი­ბა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­უქ­მდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ - ლია ორ­კო­დაშ­ვილ­მა, ნინო ელი­ეშ­ვილ­მა და მაია ქო­ქი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო. თუმ­ცა, სხვა საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

წყარო - ambebi.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა