თეგებით ძიება

ევროპარლამენტარები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოდიან

ევროპარლამენტიდან საქართველოში მოშიმშილე პრეზიდენტთან შესახვედრად დელეგაცია ჩამოდის. ევროპელი დეპუტატების ციხეში ვიზიტს იუსტიციის სამინისტრო ხელს უშლის და დელეგაციის წევრებს ამ დრომდე არ ეუბნებიან, როდის მისცემენ ნებართვას გლდანის დაწესებულებაში შესვლაზე.

"ანა ფოტიგა აპირებს ჩამოსვლას, ელოდებოდა იუსტიციის მინისტრის ნებართვას, რომ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. გუშინ გვიან საღამოს ვესაუბრე და არ იყო ეს ნებართვა გაცემული. რეალურად მიხეილ სააკაშვილი არის მიჩნეული როგორც პოლიტიკური პატიმარი და მოინახულებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ბრიუსელშიც მოხდება რეაგირება, მე ვფიქრობ", - ამბობს ენმ-ს წევრი ნონა მამულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა