თეგებით ძიება

გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალადობით შეიყვანეს და ეს კადრებზეც აღბეჭდილია.

„რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, არც მეტი და არც ნაკლები, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ პირადი შურისძიება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. პროცესზე არ ასწრებენ ადამიანს, რომელსაც უკვე რამდენი ხანია, არ აძლევენ უფლებას, სატელეფონო ზარები განახორციელოს,

ადამიანს, რომელსაც ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იტაცებენ. ადამიანს, რომელზეც ძალადობს სისტემა და მერე იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მასზე ძალადობა, მეორე – სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს იმ კადრების გასაჯაროვება და მათთვის მიწოდება, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი მათი ენით შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში, გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება, სადაც ჩანს ის, რაც თავში ვთქვი – ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტია და ივანიშვილი უბრალოდ მასზე ძალადობს, ახორციელებს შურისძიებას“, – განაცხადა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა