თეგებით ძიება

„ოცნების“ ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის ოკუპანტის გულის მოგება და მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება.

„მხოლოდ სირცხვილი არ არის ის გრძნობა, რომელიც გეუფლება ასეთი კადრების ნახვის დროს, კადრების, როდესაც ათრევენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს არის მტრის, ოკუპანტის გულის მოგება, მათთან დაუფარავი კავშირის აღიარება, იმის ღია მტკიცებულება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დავალებას გულმოდგინედ ასრულებს, რომელიც ჩვენს თვალწინ ათრევს და ფეხქვეშ თელავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას. ყველაფერს იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენი მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის“, – წერს ხაზარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა