თეგებით ძიება

სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია, ეს დადასტურდა - გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტის გავრცელებულ კადრებზე

"ქართული ოცნების" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 40 დღის მოშიმშილე ექსპრეზიდენტი ბადრაგს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ამის შესახებ დეპუტატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებზე მომენტირებისას განაცხადა.

"მისი შიმშილობის ფაქტი არის სპეკულაცია, ეს დადასტურდა. მეორე ის, რომ ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად აყენებს შეურაცხყოფას. ამით ორი რამ დაინახა საზოგადოებამ, ერთი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გინდა იყო უზრუნველყოფილი, უნდა დაემორჩილო ბადრაგას და სამედიცინო დაწესებულებაში შეხვიდე. თუ იქ რაიმე სერვისი არ იქნება ისეთი, რომელიც გინდა რომ მიიღო, ამ შემთხვევაში შეგიძლია მოითხოვო. სხვა შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, რადგან სააკაშვილმა უარი თქვა შესვლაზე "სამწუხაროდ, ბადრაგს მოუწია, ის გადაეყვანა იძულებით" და ეს მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობის გამო გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად სასწრაფო სამედიცინო მანქნიდან თავისი არ ჩამოდის, ამიტომ მისი შესახლება იძულების წესით განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა