თეგებით ძიება

მიხეილ სააკშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი მოძრაობა "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ის ხოშტარიას გმირული საქციელის გამო მადლობას უხდის.

"აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვა, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი", - აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მას გადაიყვანენ მრავალპრპფილურ საავადმყოფოში, ის დაუყოვნებლივ შეწყვეტს შიმშილობას.

მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საკანნმდებლო ორგანოს შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა