თეგებით ძიება

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია შიმშილობის შეწყვატასთან დაკავშირებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება.

"მე და მისი მეგობრები მივესალმებით მის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ოპოზიციის, მიხეილ სააკაშვილის გეგმა არის ამ ქვეყნის განვითარება და არა ხელისუფლების რეჟიმის ანკესზე წამოგება და პროვოკაციაში ჩათრევა, რასაც გეგმავდა ხელისუფლება და რეჟიმი, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ - დასავლური, ცივილიზებული სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ძღვენი პუტინთან, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის - დიდი ძალისხმევით, მოთმენით და არაძალადობრივი ხანგრძლივი პროტესტით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მას გადაიყვანენ მრავალპრპფილურ საავადმყოფოში, ის დაუყოვნებლივ შეწყვეტს შიმშილობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა