თეგებით ძიება

ოპოზიცია ხვალ თბილისში 2 აქციას გამართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მნიკა მელიას ინფორმაციით, ხვალ, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საპროტესტო აქცია თბილისში ორ ადგილას - 300 არაგველისა და დიდუბის მეტროებთან გაიმართება.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ამოცანაა გადაიწყვიტოს საკითხი, რა გვინდა ვიყოთ, დასავლური სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო.

"ყველა ვაცნობიერებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დახსნასთან ერთად ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ საკითხი, რა გვინდა ვიყოთ, დასავლური სახელმწიფო თუ რუსეთის უკანა ეზო. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ მიხელ სააკაშვილის პატიმრობა არ არის მხოლოდ ივანიშვილის პირადი შურისძიება მის წინააღმდეგ, არამედ ის არის ძღვენი პუტინთან და ეს ძღვენი არის ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული პუტინის საამებლად, მაგრამ არაუშავს, დიდი გამარჯვებები ასე მოდის, დიდი ძალისხმევის, მოთმენის და არაძალადობრივი, ხანგრძლივი მწვავე პროტესტით, ამიტომ გეგმა უცვლელია გამარჯვებამდე.

ხვალ ჩვენ შევიკრიბებით 2 გეოგრაფიულად კვლავ განსხვავებულ წერტილში, თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან დღის 2 საათზე და ამავე დროს 2 საათზე დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გათავისუფლებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავლამდე", - განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მას გადაიყვანენ მრავალპრპფილურ საავადმყოფოში, ის დაუყოვნებლივ შეწყვეტს შიმშილობას.

ოპოზიცია აქციებს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ატარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა