თეგებით ძიება

ექსპრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ის მიესალმება მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

"ნებისმიერი ადამიანის შიმშილი არის მძიმე სანახავი, საყურებელი, არასასიამოვნო პროცეს, ეს მე ძალიან მაღელვებს. მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, მე გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან კონკრეტული გარემოებებით - სტრასბურგის მოთხოვნით და მიხეილ სააკაშვილის კომპრომისით "ქართული ოცნების" ხელშია საბოლოო გასაღები ამ კრიზისის განმუხტვის, სანამ მიხეილ სააკასვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე რა თქმა უნდა, შიმშილობას არ ვწყვეტ", - განაცხადა ხოშტარიამ.

მოძრაობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, საკანნმდებლო ორგანოს შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სააკაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ მას გადაიყვანენ მრავალპრპფილურ საავადმყოფოში, ის დაუყოვნებლივ შეწყვეტს შიმშილობას. აქვე მან ელენე ხოშტარიასაც მოუწოდა, შიმშილობის შეწყვეტისკენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა