თეგებით ძიება
11. 11. 2021 COVID - 19

ბავშვების აცრა ინტენსიური უნდა გახდეს - ამირან გამყრელიძე

ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ ასაცრელად, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 100 ათასი ბავშვია.

"700 ათასი ინფიცირებულიდან 100 ათასი ბავშვია. სამწუხაროდ, გვქონდა 8 გარდაცვალების შემთხვევა ამ ორი წლის განმავლობაში. მთლად ასეთი უვნებელი არ არის ეს ვირუსი ბავშვებისთვის. აცრილი ინფიცირებული 9-ჯერ ნაკლებად გადამდებია, ვიდრე აუცრელი. ამიტომ, ბავშვების აცრას, ამ თვალსაზრისით, დიდი პრევენციული ეფექტი აქვს, მოზრდილებთან და ხანდაზმულებთან მიმართებაში. ისინი ნაკლებად გაავრცელებენ დაავადებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბავშვების აცრა უფრო მეტად ინტენსიური უნდა გახდეს და ველით, რომ მშობლების უმეტესობა დათანხმდება და მიიყვანენ ასაცრელად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 4 744 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 771 381-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 705 312 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 739 პაციენტი ემსხვერპლა.

report.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა