თეგებით ძიება

შიმშილობა, რომელიც 40 დღეზე მეტია გრძელდება, უამრავ შეკითხვას წარმოშობს - გია ვოლსკი სააკაშვილზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უზნეობაა ულტიმატუმის მოსმენა იმ ადამიანისგან, რომელმაც სადისტური მართვის სისტემა შექმნა და ციხეები გადაქცეული ჰქონდა წამების ბანაკებად.

როგორც ვოლსკიმ "იმედთან" მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას განაცხადა, შიმშილობა, რომელიც 40 დღეზე მეტია გრძელდება უამრავ შეკითხვას წარმოშობს.

"მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შიმშილობის შეწყვეტა არის ის თემა, რომელზეც საუბრობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სახელმწიფოსგან მოთხოვნილია, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული - ერთი პირობა შესრულებულია სახელმწიფოს მხრიდან, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად სასწრაფო სამედიცინო მანქანიდან თავისი არ ჩამოდის, ამიტომ მისი შესახლება იძულების წესით განხორციელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა