თეგებით ძიება

ეს არა მარტო სააკაშვილის, არამედ ჩემი უფლებების დარღვევაცაა - ლიზა იასკოს გლდანის ციხეში ისევ არ უშვებენ

უკრაინის რადას დეპუტატის ლიზა იასკოს თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური გაურკვეველ დოკუმენტაციას სთხოვს და სწორედ ამ მიზეზის გამო არ აძლევს უფლებას, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს.

"მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ გლდანის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში. ამას ამბობენ უფლებადამცველები, ამას ამბობს სტრასბურგიც. დარღვევაა ისიც, რომ უკვე მეოთხე დღეა დავდივარ ციხეში და მთხოვენ რაღაც გაურკვეველ დოკუმენტებს და ამ მიზეზით არ მიშვებენ მის სანახავად. ეს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის, არამედ ჩემი უფლებების დარღვევაცაა, - თქვა იასკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა