თეგებით ძიება

მითხრა, უკრაინამ ის უნდა დაიბრუნოს - ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა(ვიდეო)

მომღერალი და კინომსახიობი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად ესაუბრა. შეხვედრის დეტალებზე მან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ისაუბრა.

"ზელენსკის დიდი ხანია, ვიცნობ, ეს ორი ახლო მეგობრის საუბარი იყო. დიდხანს ვილაპარაკეთ.

ვუთხარი, ვოლოდია, სპეციალურად ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, რომ როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს. რჩება განცდა, რომ მათ სურთ, ის ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს...

თქვა, რომ სატელეფონო ზარებს განახორციელებს სააკაშვილის თემაზე სასაუბროდ," - თქვა კიკაბიძემ უკრაინელ ჟურნალისთან გადაცემაში სტუმრობისას.

ბუბა კიკაბიძემ დიმიტრი გორდონს ასევე ქართველი ხალხის სახელით საქართველოში არ შეშვების გამო მოუბოდიშა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა