თეგებით ძიება

სააკაშვილი, შემოქმედი იმ სადისტური რეჟიმისა, რომელიც, მათ შორის, ციხეებში სუფევდა, არ უნდა აყენებდეს ულტიმატუმებს - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მას ულტიმატუმის ენით საუბრის უფლება არ აქვს.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, "ციხეებში სატისტური რეჟიმი სუფევდა".

"მის მიმართ მოპყრობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ სტანდარტით, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი, თავად შემოქმედი იმ სადისტური რეჟიმისა, რომელიც, მათ შორის, ციხეებში სუფევდა, არ უნდა აყენებდეს ულტიმატუმებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა