"კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 98.96% ვაქცინირებული არ იყო" – ბიძინა კულუმბეგოვი
იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 98.96% არ იყო ვაქცინირებული.
ასევე, ინფიცირებულთა 95.92% არ იყო ვაქცინირებული და მოქალაქეები, რომლებიც ჰოსპიტალში მოხვდნენ, მათგან 94.4%-ს იმუნიზაცია არ ჰქონდა ჩატარებული.
"აუცრელების წილი დაავადებულებში, ჰოსპიტალიზირებულებში, გარდაცვლილებში. საქართველოს მონაცემებია, საქართველოს!!!", - წერს კულუმბეგოვი.