თეგებით ძიება
14. 11. 2021 COVID - 19

"საგანგაშო კვლევა! კოვიდ ინფიცირებულების თავის ტვინის დაზიანება უფრო დიდია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ახალი კვლევის თანახმად, კოვიდ ინფიცირებულების თავის ტვინის დაზიანება უფრო დიდია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ.

"სიმპტომიანი და უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულების თავის ტვინის დაზიანება უფრო დიდია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. საკმაოდ საგანგაშო კვლევაა!

ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ კიდევართხელ დავრწმუნდი რომ საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია… სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ, თუ რატომ ვკარგავთ დღეში 80-მდე ადამიანს. მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვართ 100,000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მაინც არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს, არ ვიცრებით და არ ვიცავთ დისტანციას … დამარწმუნეთ, რომ ვცდები…

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი აიცრება, გამოიყენებს სამედიცინო პირბადეს და დაიცავს დისტანციას …", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა