კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, „პისიარ“ ტესტით – 19 659.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 784 091 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 716 382 გამოჯანმრთელდა, 10 975 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 046 362 აცრა, დღიურად აცრილია 4 946.
კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 216 პირი.