"საქართველოვ, მშვიდობას, სიკეთეს, ამ ყველაფრის ღირსეულად გაძლებას და გადატანას გისურვებ“ - ეკო ფანგანი
ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მძიმე ეპიდვითარებაზე წერს.
„კოვიდის უმძიმესი სტატისტიკა, ანტივაქსერების წარმოუდგენელი წყევლა-კრულვა და აგრესია, პოლიტიკური სრული შიზოფრენია და სიძულვილი, მგონი, მეტისმეტია ამ ერთი მუჭა ქვეყნისთვის!
საქართველოვ, მშვიდობას, სიკეთეს, ამ ყველაფრის ღირსეულად გაძლებას და გადატანას გისურვებ“,- წერს ეკო ფანგანი.