თეგებით ძიება
15. 11. 2021 COVID - 19

12 ნოემბერი, 14:00 საათი, სტატუსი covid დადებითი - ახალი დეტალები გლდანის ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფიცირების შესახებ

"ტვ პირველმა" გლდანის ციხის N18-ე სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით დარასელიას, covid-19-ით ინფიცირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

დარასელიას კორონავირუსი ოფიციალურად მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, დაუდასტურდა.

ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ერთიან ბაზაში კორონადადებითი სტატუსით არის შეყვანილი, თუმცა ამის მიუხედავად იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურები დავით დარასელიას covid 19-ით ინფიცირების ფაქტს ჯიუტად არ ადასტურებენ.

გლდანის ციხის უფროსი სამსახურში ბოლო რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა. უწყებაში გაავრცელეს ვერსია, რომ დავით დარასელიამ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ დარასელიას მიხეილ სააკაშვილთან შეხება მიმდინარე წლის 9 ნოემბერს ჰქონდა, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა გლდანის ციხის საავადმყოფოს ბინადარი, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც უწყებამ სამოქალაქო კლინიკაში უკვე გადაიყვანა.

წყარო - tvpirveli


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა