თეგებით ძიება
15. 11. 2021 COVID - 19

გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც On.ge-ს პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, ციხის თანამშრომლები, ისევე, როგორც დირექტორი ინტენსიურად იტესტებიან.

“კონკრეტულად ის იტესტებოდა ყოველი შესვლის წინ. არცერთ ეტაპზე მას ვირუსი არ დადასტურებია, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გასული იყო სამოქალაქო კლინიკაში გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან დაბრუნებისას, სანამ შევიდოდა ამ დაწესებულებაში გაიკეთა საკონტროლო ტესტირება და დადგინდა მისი დადებითი შედეგი. შესაბამისად, დაწესებულებაში აღარ შესულა”, — აცხადებენ პრესსამსახურში.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა