"ერთი რამ დღესავით ნათელია..." - რას წერს ბიძინა კულუმბრგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ევროპის მასშტაბით კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს:
"მიუხედავათ იმისა ევროპაში შემთხვევები იზრდება, ერთი რამ დღესავით ნათელია, მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებში ადამიანთა კოვიდით სიკვდილი დაბალ ნიშნულზეა! საქართველო ხედავთ სადაცაა. აიცერი და შეცვალე ეს რეალობა!", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 82 ადამიანი, ხოლო 6017 პირი გამოჯანმრთელდა.