კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი, ხოლო 4 785 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 791 115 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 727 184 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 11 140 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,85%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,25%