ქუთაისში მშობიარობის შემდეგ COVID ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელია, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, დღეს დილით გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
მედიკოსების თქმით, საავადმყოფოში მიყვანისთანავე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა, რის გამოც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.