თეგებით ძიება

ვინ შეძლებს მართვის მოწმობის უფასოდ აღებას?

მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება.

ასევე, მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვა "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მქონე პირებს შეეძლებათ. მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით.

მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდებიან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირები და სოციალურად დაუცველი პირები.

გარდა ამისა, გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან პირები "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა