თეგებით ძიება

"საინიციატივო ჯგუფმა კოკა-კოლას წერილი მისწერა, თემური გარცხვენთ საქართველოში, ნაცებს აფინანსებს..." - ქეთი დევდარიანი

სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება, სადაც ეს უკანასკნელები აშშ-ში "კოკა-კოლას" სათაო ოფის მიმართავენ.

"საინიციატივო ჯგუფმა კოკა-კოლას წერილი მისწერა, თემური გარცხვენთ საქართველოში, ნაცებს აფინანსებს, კოკა-კოლა კი იყო, არის და იქნება აპოლიტიკური სასმელი. გთხოვდ, ეს კაცი ჩამოაშოროთ კოკა-კოლასო.

ორიგინალში ნახსენებია "urge", რაც ქართველებმა უკვე ვიცით, რომ საკმაოდ მკაცრ მოწოდებას ნიშნავს", - წერს დევდარიანი.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა "კოკა-კოლას" ამერიკულ ოფისში წერილი გააგზავნა.

"იქედან გამომდინარე, რომ თემურ ჭყონია აფინანსებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალას - "ნაციონალურ მოძრაობას", ვალდებულნი ვართ, მოგმართოთ. "კოკა-კოლა" არის სრულიად აპოლიტიკური ბრენდი, შესაბამისად, თქვენი ნდობით აღჭურვილი პირი, თემურ ჭყონია ლახავს თქვენს საქმიან რეპუტაციას, რომელიც ყველა ფირმისთვის უაღრესად ფასეული აქტივია. ვითავისებთ, რომ "კოკა-კოლას" საქმიანი რეპუტაცია უნიკალურია და ვთვლით, რომ ამ უკანასკნელს არანაირი კვეთა არ აქვს პოლიტიკურ თემატიკასთან.
უმორჩილესად გთხოვთ, გაამახვილოთ ყურადღება ზემოაღნიშნულზე!", - ნათქვამია წერილში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა