თეგებით ძიება

"გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის თაობაზე" - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის თაობაზე გამოძიება დაწყებულია.

"ეგობრებო, წინა სტატუსით შეცდომაში შეგიყვანეთ.
პროკურატურა არა, სახელმწიფო ინსპექტორთან დაიბარეს ექიმები. გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის თაობაზე", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა