„კონცერტი გაუმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია“ - “მგზავრები“ მიმართვას ავრცელებს
ჯგუფი “მგზავრები“ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ იმღერებენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “კონცერტი გაუქმებულია, საქართველოს მომავალი კი ევროპაშია.“
მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, გავრცელებული ინფორმაცია კონცერტთან დაკავშირებით არის გაუქმებული.
საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - წერს “მგზავრები“ სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნით ადრე, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“.