თეგებით ძიება
17. 10. 2024 მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი მოკლულია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია. მინისტრის თქმით, იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა დღეს მოკლეს. როგორც კაციმ აღნიშნა, მისი მკვლელობა არის ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევა.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად გამოცხადდა თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ. მანამდე ის იყო ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა