თეგებით ძიება
17. 10. 2024 მსოფლიო

საფრანგეთის სამხრეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთის სამხრეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. რთული ვითარება შეიქმნა არდეშის ხეობაში, სადაც, მდინარის ადიდების გამო, ქალაქ ანონეს ცენტრი დაიტბორა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სენ-სირ-სიურ-ლუარი რეგიონში რამდენიმე მთავარი მაგისტრალი დაიკეტა, ალპ-მარიტიმის გზა კი დიდი მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიონის მახლობლად მდებარე ჟივორიდან 180-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ლუარის ხელისუფლებამ, სოციალურ ქსელის საშუალებით, განგაშის „წითელი დონე“ გამოაცხადა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ქვეყანას წყალდიდობის შედეგად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა