თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილმა ხელები დაიბანა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკიდა" - ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს:

"კადრები ღირსების შემლახველიაო, განცხადებები, რაც კეთდება ოფიციალური პირების მხრიდან, დამცინავიაო,
ინფორმაცია სრულყოფილი არაა სამედიცინო მომსახურებაზეო,და ალტერნატიული კლინიკა მოძებნეთო‼️
სალომე ზურაბიშვილმა ხელები დაიბანა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკიდა", - წერს ელისო კილაძე ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

"სააკაშვილის იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართიულ სპეციალურ ბრიფინგზე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა