თეგებით ძიება

"შიმშილობის შემდეგ პატიმარი მოუკვდათ ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი გლდანის ციხეში შიმშილობის შემდეგ პატიმრის გარდაცვალების შესახებ წერს:

"იუსტიციის მინისტრი ამბობს ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ ამდენ დღიანი შიმშილობის პროცესიო. შეგახსენებთ, სწორედ 40 დღიანი შიმშილობის შემდეგ მოუკვდათ პატიმარი, გამოუცდელობის გამო", - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა