თეგებით ძიება

"საცვლით გამომეცხადა, მეუბნებოდა, ნუ შეგეშინდება, ხელით შეგეხები, ისევ ქალიშვილი დარჩებიო" - მამინაცვალი 15 წლის გოგოზე ძალადობდა

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"15 წლის ვიყავი, როდესაც ეს ამბავი მოხდა. დედა ავად იყო, წამლები სჭირდებოდა და ჩემს მამინაცვალს სთხოვა, მას მოეტანა მაგრამ მან დაჟინებით მოითხოვა, დედა წასულიყო და ბავშვიც (ჩემი პატარა და) თან წაეყვანა, მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ სამსახურიდან არ შეეძლო ადრე წამოსვლა (როგორც წესი, სულ გვიან ბრუნდებოდა სახლში).

ბოლოს გადაწყდა, რომ დედა წავიდა. მე სკოლიდან რომ დავბრუნდი, მალევე კარზე კაკუნის ხმა გავიგე. ჭუჭრუტანიდან ჩემი მამინაცვალი რომ დავინახე ლუდით ხელში, ძალიან შემეშინდა, რადგან არ ვენდობოდი: ხშირად ჩემს ოთახში შემოდიოდა, როდესაც "მეძინა”, მიყურებდა და როცა ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე, ვამოწმებდი ხომ არ გადაგეხადა საბანი და ხომ არ შეგცივდაო.
მოკლედ, გავაღე კარი - სხვა რა გზა მქონდა... თავიდან მოდი, დალიეო, მაძალებდა. უარის შემდეგ მარტომ დაიწყო დალევა. მე ჩემს ოთახში გავედი, თავი ავარიდე, მან კი თავის აღსაღგზნებად პორნოები საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩაირთო. ხმა რომ გავიგე, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი და ვუთხარი რომ სასწრაფოდ მინდოდა წასვლა ეზოში. არ მიშვებდა და მეტიც - საცვლით გამომეცხადა. ხელების შემოხვევა და სხეულით მოკვრა დამიწყო... ძალიან შემეშინდა... მეუბნებოდა, ნუ შეგეშინდება, ხელით შეგეხები, არ ინანებ, ისევ ქალიშვილი დარჩებიო... მე ვიშორებდი, ხელი ვკარი, დაეცა. ამ დროს უცებ კარი გავაღე და კიბეზე ჩემი და და დედაც ამოდიოდნენ. მამინაცვალმა ხელით მანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი... დედას ვუთხარი, რომ ეზოში ჩავიდოდი და 1ლარით გავიქეცი სახლიდან.
3 დღეზე მეტი მეძებდნენ. ის უნამუსო აქტიურად იყო ჩემს ძებნაში ჩართული. როდესაც მიპოვეს, ყველაფერი მოვუყევი. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემი ახლობლები. მის გამო სკოლიდან გამომიყვანეს და გადამხვეწეს სოფლად, 1 წლის განმავლობაში...
ძალიან ვნანობ, რომ ეგრევე პოლიციაში არ წავედი, მაგრამ შემეშინდა რომ არ დამიჯერებდნენ...

ამ ამბავს დედა გადაყვა. მეზიზღება ის დღე და ის პედოფილი, დღესაც რომ თავისუფლად დაპარპაშებს აქეთ-იქით... მან ხომ მთელი ბავშვობის საუკეთესო წლები წამართვა...

არ შეგეშინდეს! შენც თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდი, გთხოვ, უცილებლად მიმართე შესაბამის ორგანოებს!!!".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა