თეგებით ძიება

"შვილები ვანდე ამ კლინიკას, მაშინ, როცა საერთოდ ვერ ვფიქრობდი რა მეშველა ბავშვებისთვის..." - ლიკა ჭელიძე

პროდიუსერი, ლიკა ჭელიძე სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ეს ჩვენი იაკო ექიმია, დღეს გვახარა, რომ სახლში მივდივართ.
ათჯერ რომ დავიბადო კიდევ მის სიკეთეს ვერ გადავიხდი. ვერასოდეს ვეტყვი სათანადო მადლობას.
მხოლოდ ერთი რამ ვუთხარი მორიდებით, რომ ეს მინდა იყოს ჩვენი მეგობრობის დასაწყისი.

შვილები ვანდე ამ კლინიკას, მაშინ როცა საერთოდ ვერ ვფიქრობდი რა მეშველა ბავშვებისთვის და ასე გაცინებული და ამღერებულები არიან ერთი კვირის თავზე.

უდიდესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ საავადმყოფოში მუშაობს. უკლებლივ ყველას! ასე ერთნაირად კარგები როგორ არიან ვერ ვხსნი…

აქ ყველა მშობელი სიმშვიდეს პოულობს. ასეთ ფორსმაჟორში და ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი შეუძლიათ მშობლები დაგვამშვიდონ.
ერთი კადრი გახსოვს და არასოდეს დამავიწყდება, იაკო ექიმი პაწაწინას დერეფანში რომ ასეირნებდა. ყველა საქმე კარგად გამოდის როცა ის გიყვარს და ამ ადამიანებს ნამდვილდ უყვართ თავისი საქმე და რაც მთავარია ბავშვები.
მე, რომ თავიდან დავიბადებოდე აუცილებლად იაკო ექიმი გამოვიდოდი.

მიყვარხართ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ძალიან და ჩემი სახით დიდი მეგობარი შეიძინეთ.
უნდა დავამატო ერთი თხოვნა ვისაც ეს ხელეწიფება მათდამი. ეს საოცარი ხალხი და პაწია პაციენტები იმსახურებენ გარემონტებულ და განახლებულ შენობას. საუკეთესოები არიან და თუ პირობებიც საუკეთესო იქნება მათაც გაუადვილდებათ უფრო. მოისმინეთ ერთი მოქალაქის თხოვნა ამ საკითხზე, მჯერა აუცილებლად და მალე გალამაზებული გარემო იქნება აქ.
თქვენ კი ჩემო მეგობრებო, არასოდეს დაგივიწყებთ იმ ყურადღებას რაც ჩვენდამი გამოიჩინეთ.
ყველა სიკეთე ადამიანებო თქვენ", - წერს ჭელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა