თეგებით ძიება

"მიხო, როცა თანხმობას მიიღებ კერძო კლინიკაში გადაყვანის, იცოდე, მელიას მიენდე, მელიას..." - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კხეილ სააკაშვილს მიმართავს:

"მიხო, როცა თანხმობას მიიღებ კერძო კლინიკაში გადაყვანის, იცოდე, რომ სახელმწიფო შენ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი აღარაა! მელიას მიენდე, მელიას...", - წერს ხათუნა ხოფერია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა