თეგებით ძიება

"სალომე ზურაბიშვილის მრავალპროფილური განცხადებები ნამდვილად სასწრაფოდ გადასაყვანია გასაგებ ენაზე და აზრთა წყობაზე" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენდირექტორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"კლინიკა არ ვიცი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის მრავალპროფილური განცხადებები ნამდვილად სასწრაფოდ გადასაყვანია გასაგებ ენაზე და აზრთა წყობაზე", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

"იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მიუღებელია", - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა