თეგებით ძიება

" სანამ ბელადები გვყავს, მათი შამფურზე აგებაც გარდაუვალია..." - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"რა მაგის პასუხია და სააკაშვილის ყველაზე წარმატებული წლები იყო, როცა მთავრობა სამი პარტიის ლიდერებისგან შედგებოდა. ივანიშვილის ყველაზე კარგი წლებიც, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ ქვეყანას ჰგავდა, იყო, როცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული მთავრობა. "სახლში მარტო" დარჩებიან თუ არა, იწყება გასაოცარი დემოკრატიების მაგალითები. პრობლემა ნომერი ერთი საქართველოში გრძელვადიანი თანამშრომლობის უუნარობაა. მომავალში ალბათ თავიდანვე მეტი გარანტია უნდა ჩაიდოს, რომ კოალიციები იოლად ვერ იშლებოდეს. ქვეყნისთვისაც უკეთესია და თავად ბელადებისთვისაც. რადგან სანამ ბელადები გვყავს, მათი შამფურზე აგებაც გარდაუვალია. გადაიკითხეთ ფროიდის "ტოტემი და ტაბუ", მხოლოდ ვულგარული ხუმრობებით ვინც იცნობთ მის შრომებს. ავსტრალიური ველური ტომების მაგალითებზე და ფრეიზერის კვლევებზე დაფუძნებით იკვლევს ბელადთან დამოკიდებულებას",- წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა