თეგებით ძიება

"ქართულ ოცნებას" ერთადერთი ღირებული რამ აქვს გაკეთებული და ეს, ნინო ლომჯარიას არჩევაა სახალხო დამცველის პოსტზე" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს სახალხო დამცველთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ქართულ ოცნებას", ერთადერთი ღირებული რამ აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული და ეს, ნინო ლომჯარიას არჩევაა სახალხო დამცველის პოსტზე", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის შესახლება იძულებითი წესით განხორციელდა, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მოგვიანებით გავრცელდა. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსოერტთა ჯგუფის დასკვნით: პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა