თეგებით ძიება

ძალიან ვნერვიულობ თუ რა მოხდება იქ, ჩვენს პრეზიდენტზე და ელენე ხოშტარიაზე - პაატა ბურჭულაძე

მომღერალი, პაატა ბურჭულაძე, რომელიც უკვე მესამე დღეა შიმშილობს, აცხადებს, რომ თავს ჯერჯერობით მხნედ გრძნობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილზე და ელენე ხოშტარიაზე ნერვიულობს.

"ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ თუ რა მოხდება იქ, ჩვენს პრეზიდენტზე და ელენე ხოშტარიაზე. პრეზიდენტის განცხადება, როგორც ყოველთვის, იყო აბსოლუტურად გაუგებარი ჩემთვის და ძალიან გრძელი და ძალიან მოსაწყენი, მაპატიოს პრეზიდენტმა. გამოვიტანე ეგეთი დასკვნა, რომ მე ხელებს ვიბან, რაც გინდათ, ის გააკეთეთ. აი, ასეთი იყო მისი განცხადება. არც იქეთ, არც აქეთ. რაღაც ხომ უნდა თქვა ადამიანმა, შენი პოზიცია რა არის. მე ვასახელებ: ჩემი პოზიციაა მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და უნდა გადავიყვანოთ და გადავარჩინოთ ეს ადამიანი. ასეთი ხელების დაბანა არ გამოვა. ყველა თავის დროზე აგებს ამაზე პასუხს. მთავარია ახლა გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი და ელენე ხოშტარია. უკვე ორი ადამიანი გვყავს გადასარჩენი. დარმწუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში, დღეს თუ ხვალ, ჩვენ მივაღწევთ გამარჯვებას, - თქვა ბურჭულაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა