თეგებით ძიება

ლამაზი ქალები დააპატიმრა, 65 წლის ქალი, სკოლის დირექტორი დააპატიმრა - ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე

ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი იმ კანონებით უნდა გასამართლებულიყო, როგორი კანონებითაც თვითონ ასამართლებდა.

"ქართული ოცნების შეცდომა რა არის იცით? როგორი კანონებითაც თვითონ ასამართლებდა და 20-25 წლით უსჯიდა სასჯელებს, აი იმ კანონებით უნდა გასამართლებულიყო მიშა. მე არავის ციხეში ყოფნის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამან რაც აკეთა, ამან რაც ჩვენთან მარტო აკეთა სვანეთში. კიდევ გიმეორებთ, თქვენნაირი ლამაზი ქალები დააპატიმრა, 65 წლის ქალი, პირველი საშუალო სკოლის დირექტორი დააპატიმრა, ვისზე ლაპარაკობთ", — თქვა მან.

ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ პატიმარი მიხელ სააკაშვილი ჯანმრთელად იქნება. მისივე თქმით, ომბუდსმენისა და მისი შექმნილი კონსილიუმის არ სჯერა, რადგან სახალხო დამცველი მიკერძოებულია.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად, დეპუტატი პასუხობს:

"რომელი მედიკოსებით, მე რა რომ ნინო ლომჯარიას მედიკოსები... სხვა მედიკოსები მედიკოსები არ არიან?".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა