თეგებით ძიება

ლევან ხაბეიშვილს დამტვრეული აქვს სახის ძვლები და აქვს ტვინის შერყევა - პეტრე ცისკარიშვილი

ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ლევანის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი.

მისი ცნობით, ლევან ხაბეიშვილს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აქვს ტვინის შერყევა.

„ის გაიტაცეს აქციის პერიმეტრიდან სპეციალურად იმისთვის, რომ ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ, სცემეს და შემდეგ ვიღაც პოლიციელებს გამოატანეს ინგოროყვას კლინიკაში. საკმაოდ მძიმედ არის, თუმცა ლევანი ძალიან ვაჟკაცი ბიჭია და არ უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი სახის ძვლები აქვს დამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა და სხვა ასეთი სიმპტომები. ეს არის ამ რეჟიმის ბოლო ჟამი, მათი პოლიტიკური სახე. ასე უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი უბრალოდ არა აქვთ, პოლიტიკური არგუმენტები გამოელიათ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ინტერპრესნიუსი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა