თეგებით ძიება

„მაგრად მცემეს“ - ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი დარბევისას დააკავეს

საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დარბევისას დააკავეს.

იგი წერს, რომ ნაცემია.

„პოლიციის მანქანაში ვარ. მაგრად მცემეს“, - დაწერა მან ფეისბუკზე პირველ მაისს 01:12 საათზე.

ერთი საათით ადრე მან რუსთაველის გამზირიდან დადო ფოტოები.

ტედ ჯონასი, რომელიც რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს, 2023 წელსაც ეწინააღმდეგებოდა „აგენტების კანონს“.

წყარო: რადიო თავისუფლება


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა