თეგებით ძიება

სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა - ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, "სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ ის გადაეყვანათ შესაბამის კლინიკაში.

„ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია. ნახევარი სიმართლითაც რთულია შესაბამისი აზრი გამოიტანო. ველოდებოდი უფრო მკვეთრ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.რაც შეეხება რისკებს, იქნებ დაასახელონ რა რისკებთან არის დაკავშირებული პრეზიდენტის გადაყვანა კლინიკაში. როდესაც რისკის ქვეშ დგას პრეზიდენტის სიცოცხლე, ვერ წარმომიდგენია, სხვა რა რისკი უნდა იყოს ამაზე მაღალი, როდესაც ხელისუფლებას საშუალება და შესაძლებლობა აქვს, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტი და ის ამას არ აკეთებს. ვიდრე ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, რისკები ერთმანეთს შევადაროთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა