თეგებით ძიება

ჩვენი და სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნა ერთმანეთთან სრულ უნისონშია – ზურაბ ფაღავა

იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ყოფილი წევრი, ზურაბ ფაღავა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნას ეხმაურება.

“ჩვენი დასკვნა და ქალბატონ ლომჯარიას საექსპერტო, ჩემი კოლეგების დასკვნა სრულ უნისონშია ერთმანეთთან. იქ ვითარდება სასიცოცხლო პარამეტრების ისეთი ცვლილებები, ისეთი არასტაბულობა, რომ ის სულ უფრო და უფრო ძნელად მართვადი ხდება და ეს ცვლილებები ამ ე.წ. სასიცოცხლო პარამეტრების შეიძლება იყოს ძალიან მყისიერი. ასეთი განვითარების შემთხვევაში პირველი სიმპტომებიდან რჩება იმდენად ცოტა დრო ფატალური შედეგის დადგომამდე, რომ ვერანაირი გადაყვანა იმ მომენტში ვერ იქნება დროული“, - განაცხადა ფაღავამ.

ცნობისთვის, კარდეოლოგი, ზურაბ ფაღავა პირველი ექიმი იყო, ვინც კონსილიუმი დატოვა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა