თეგებით ძიება

„სააკაშვილმა გონება დაკარგა, საკაცით აიყვანეს“ - ბექა ბასილაია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ ოთახიდან გამოსვლისას წაიქცა.

მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.

"მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ ჩამოიტანეს რამდენიმე წუთში საკაცე, გადააწვინეს საკაცეზე.

იყო ძალიან მძიმედ, როდესაც ჩვენ გვხვდებოდა...10 წუთია რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები...ხელით გავუხსენით თვალები", - განაცხადა ბასილაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა