თეგებით ძიება

"სააკაშვილი დასავლეთმა მოიშორა, რადგან მათთვის დიდი დისკომფორტი იყო რუსეთთან ჩვენი გულისთვის "ჭიდაობა" - ზვიად ციკოლია

დიზაინერი , ზვიად ციკოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში დასავლეთმა მოიშორა.

"სააკაშვილი პირველ რიგში დასავლეთმა მოიშორა, რადგან მათთვის დიდი დისკომფორტი იყო ტრაკის აწევა და რუსეთთან ჩვენი გულისთვის "ჭიდაობა". ივანიშვილმა მოსვლისთანავე განუცხადა დასავლეთს, რომ საქართველო აღარ იქნება დისკომფორტი რუსეთთან ურთიერთობაში. აი როგორ ფიქრობთ უნდა ახლა დასავლეთს ისევ თავის ტკივილი როცა ზამთარია ცხვირზე? ხოდა ნურავინ ველოდებით დასავლეთიდან თუნდაც შეშფოთებას", - წერს ციკოლია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა